ხანძარი რუსთავში [video]

2018-03-27 19:26:15

რუსთავში, ე.წ კუზიანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ცეცხლი მანქანის სალონში გაჩნდა, თუმცა ხანძარის ლიკვიდაცია ადგილობრივებმა დროულად მოხერხეს. შემთხვევის შედეგად მხოლოდ ავტომანქანის სალონი დაიწვა.

უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. თვითმხილველები არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლი განზრახ იყოს გაჩენილი.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ნახეთ ვიდეო