რუსთავში, სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს - "დრამერი" იღებენ. ფილმი ახლგაზრდა მუსიკოსის ცხოვრებაზეა და მისი რეჟისორი კოტე კალანდაძეა. გადაღებები რუსთავის სხვადსხვა ლოკაციაზე ორი დღის განმავლობაში, 27-28 მარტს, გაგრძელდება.
ფილმის პროდიუსერის, ელენე მარგველაშივილის თქმით: " ფილმი "დრამერი" საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სადებიუტო ფილმების კონკურსის გამარჯვებულია. რუსთავში ძირითადად მასობრივ სცენებს ვიღებთ, ჩართულნი არიან ადგილობრივი მსახიობებიც. ფილმის გადაღებები საქართველოს სხვადსხვა ქალაქში იქნება."
ფილმის "დრამერი" გადაღებების დასრულება 31 მარტს იგეგმება, მაყურებელს კი მისი ნახვა შემდეგ წლის დასაწყისისთვის შეეძლება.