მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზი

2018-03-27 10:56:16

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 – 28 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში ღამისა და დილის საათებში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +19, +24, მთაში +15, +20, მაღალმთაში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 27 მარტი +18°C, 28 მარტი +22°C, 29 მარტი +18°C, 30 მარტი +17°C, 31 მარტი +15°C.