იზრუნე, არ იძალადო

2018-03-26 19:23:26

მე-16 საჯარო სკოლაში პროექტის „იზრუნე, არ იძალადო“ პრეზენტაცია გაიმართა. იგი აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ფაქტორს: ეკოლოგიურ საკითხებში მოსწავლებიის ჩართულობას  და მათში ანტიძალადობრივი ცნობიერების ამაღლებას. პროექტში ჩართულნი იქნებიან მე-16 სკოლის საბაზო და დაწყებითი კლასის მოსწავლეეები. დარგული იქნება 300-მდე ნერგი. რაც შეეხება ანტიძალადობრივი ცნობიერების ამაღლებას ამაში უმცროს კლასელებს მე-16 სკოლის ზედა საფეხურის მოსწავლეები დაეხმარებიან და გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.
პროექტის განხორციელებისთვის ფინანსები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მერიის და თვითმართველობის წარმომადგენლები. ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ შეხვედრის შემდგომ განაცხადა :
„პროექტი შედგება  სხვადასხვა საკითხებისგან, რაც გულიხმობს ძალადობრივი სისტემის მოშლას ზრუნვითი მექანიზმებით, კერძოდ ნერგების გამოყვანას და შემდგომ სხვადასხვა ტერიტორიაზე მათ დარგვას. ინიციატივა მოგვეწონა და სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ რუსთავის მერიაში. რაც შეეხება ფინანსებს მერიის თანამშრომლებს ვისაც აქვს სურვილი, ჩვენი ხელფასებიდან  იქმნება გამოყოფილი სპეციალური დანაზოგი და ასეთი სახით დავაფინანსებთ მსგავს პროექტებს. მათ შორის ერთ-ერთი პირველია „იზრუნე, არ იძალადო“. მადლობას ვუხდით მე-16 სკოლას და მის დირექტორს. ჩვენ დაველოდებით პროექტის  განვითარებას და შემდგომ ეტაპებზე ბიუჯეთის გაზრდასაც არ გამოვრიცხავთ“

ავტორი: ნინა პარუნაშვილი