ავარია კოსტავას გამზირზე [photo]

2018-03-26 19:08:53

ავტოსაგზაო შემთხვევა კოსტავას გამზირზე. ერთმანეთს "ფორდი"-ს მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და "ტოიოტა"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მისი გადაყვანა ცენტრალურ საავადმყოფოში მოახერხა. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.