ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე დაახლოებით 14:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ჰონდა"-ს და "ნისანი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად 25 წლამდე გოგონა შეუძლოდ გახდა, მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.