მერის ვიზიტის შეფასება

2018-03-26 14:13:53

ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა ისრაელში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ფინასთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციას საქართველოს გარდა კანადის, ჩინეთის ,გერმანიის, ისრაელის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა. ძირითადი თემა ვიზიტის იყო: ფინანსური მართვა, პროგრამული ბიუჯიტერება, რომელიც მეტი სტატისტიკის, გამჭირვალობის საკითხებს მოიცავს.
ქალაქის მერმა „ინფო რუსთავთან“ საუბრისას განაცხადა:
„ჩვენ ეს მიმართულება სამსახურებთან ერთად უკვე დაწყებული გვაქვს,  სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ამ კუთხით მოქმედება სწორი ნაბიჯი იქნება, როგორც ქალაქისთვის, ასევე სხვადასხვა სამსახურებისთვის. კონკრეტული საკითხების და ფინანსების მოპოვების კონტროლის კუთხით სტატისტიკა მოგვცემს საშუალებას გავაკეთოდ ანალიზი, თუ  რამდენად სწორად ვხარჯავთ თანხებს და რა კუთხით შეგვეძლება ამ თანხების ეკონომია და შემდგომ განვითარება.“

ავტორი: ნინა პარუნაშვილი