გურამ ბრეგაძეს თეატრის დატოვება მოუწევს

2018-03-25 20:07:24

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავის თეატრის დამდგმელი რეჟისორი გურამ ბრეგაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება. მიზეზი თეატრის შინაგანაწესის რამდენჯერმე დარღვევაა, ერთ-ერთი მიზეზი მისი პოლიტიკური განცხადება გახდა, რომელიც მან  ბოლო სპექტაკლის ”ელისაბედ, ელისაბედის” პრემიერის დასრულების შემდეგ რუსთავის თეატრის სცენაზე გააკეთა.

როგორც რუსთავის თეატრში საუბრობენ ბრეგაძემ რუსთავის თეატრის სცენა პირადი ინტერესებისთვის და პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა რაც ყოვლად დაუშვებელია. აღნიშნული ფაქტი, რუსთავის საკრებულოს ბოლო სხდომაზეც განიხილეს სადაც ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთ პოზიციაზე აღმოჩნდა და ბრეგაძის ეს განცხადება გააკრიტიკეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გურამ ბრეგაძემ შენიშვნა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისგან უკვე მიიღო.