საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები დაიწყო

2018-03-25 18:50:37

გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები რუსთავში მე-16-ე მიკრო-რაიონიდან დაიწყო. ნეკერჩხლისა და იფანის ნერგები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, პარლამენტის წევრმა გიორგი ბეგაძემ,  რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა დარგეს.

გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, ნერგები  საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების ტერიტორიაზეც დაირგო.

ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,რუსთავში საგაზაფხულო გამწვანების  სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.