მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზი

2018-03-25 15:22:22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 – 26 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში 25 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 26 მარტს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 25 მარტი +18°C, 26 მარტი +18°C, 27 მარტი +18°C, 28 მარტი +22°C, 29 მარტი +20°C.