ერთიანი ეროვნული გამოცდების, ქვემო ქართლის საგამოცდო ცენტრი, წინა წლის მსგავსად წელსაც რუსთავის #22-ე საჯარო სკოლაში განთავსდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფო რუსთავს ინფორმაცია #22-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ეკა ცხვედაძემ მიაწოდა. ცხვედაძის განცხადებით, საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლები სკოლაში უკვე იმყოფებოდნენ, რომლებმაც სკოლის შენობა დაათვალიერეს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წინა მოსამზადებელი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება #4 საჯარო სკოლაში უწევდათ, ცვლილების მიზეზი კი სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.