მერიის წინ ყვავილები დარგეს

2018-03-24 17:23:44

რუსთავსერვის ცენტრი ქალაქის იერსახის გასალამაზებლად რუსთავში დეკორატიულ - გამწვანებით სამუშაოებს ახორციელებს. სხვადასხვა ფერის ყვავილები დაირგო მერიის წინ მოედანზე. ყვავილები რუსთავსერვის ცენტრის სათბურშია მოყვანილი. როგორც სამსახურში აცხადებენ, უახლოეს პერიოდში ქალაქს სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე საზაფხულო ყვავილების დარგვა მოხდება. მცენარეების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა რუსთავსერვის ცენტრს ეკისრება.