რუსთავის სასამართლოს განაჩენი

2018-03-24 14:07:13

მამაკაცს მეუღლის მიმართ ძალადობისთვის 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული რ.გ  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში  დამნაშავედ ცნო.

დამნაშავე რ.გ.-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული რ.გ. 2008 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ.ბ.-სთან. თანაცხოვრების უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, 2017 წლის იანვრის თვიდან, 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, რ.გ. სისტემატურად, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა უწმაწური სიტყვებით, ცულის დემონსტრირებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და მოუწოდებდა, რომ წასულიყო სახლიდან.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით  ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოყანა, რის საფუძველზეც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული რ.გ. აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობითად.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე