სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა მიმდინარეობს.როგორც რუსთავის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსმა მიხეილ თათარაძემ განაცხადა, რუსთავში სამხედრო გაწვევების მე-6 ეტაპი დასრულდა. პროცესი 9 თებერვალს დაიწყო და ივნისში დასრულდება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მოქალაქეთა გაწვევა ხორციელდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებელ ძალებში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში.
სავალდებულო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან.