"არმაზი" vs "ლოკომოტივი"

2018-03-23 19:51:02

რუსთავის სარაგბო სტადიონზე დიდი 10-ის მე-16 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მარნეულის "არმაზი" და თბილისის  "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ. თამაში დაძაბულად წარიმართა, მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა ლოკომოტივმა საბოლოოდ  გამარჯვება შესძლო და შეხვედრა 13:22 დასრულდა.

25 მარტს რუსთავის სარაგბო სტადიონზე რუსთავის "ხარები" თბილისის "არმია"-ს შეერკინება. შეხვედრა 14:00 სთ.ზე გაიმართება.