რა გეგმები აქვს ნანა ბეღელაძეს

2018-03-19 14:18:24

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, კონკრეტულად კი ფანჩატურის მიმდენარედ, "უწმინდესის ვარდების ბაღი"-ს გაშენება იგეგმება. იდეის ავტორი 25 წლის რუსთაველი ახალგაზრდა ნანა ბეღელაძეა. როგორც პროექტის ავტორი ინფო რუსთავთან საუბრისას აცხადებს, ბაღის გაშენება შემოწირულობებით იგეგმება და მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ  პირს შეუძლია.

"გადავწყვიტეთ, რომ უწმინდესის ვარდების ბაღი შემოწირულობებით გავაკეთოთ. იმედი გვაქვს კეთილი ადამიანების დახმარების. ჩემი ხელით დავამზადე  მაქმანებიანი ბალიშები, რომელსაც სიმბოლურ ფასად 15 ლარად ვყიდით, ყველა ბალიშს სამადლობელი ბარათი მოყვება, შემოსული თანხა კი ვარდების ბაღის გაშენებას მოხმარდება. იმედი გვაქვს პროექტის განხორციელებაში კერძო კომპანიებიც დაგვეხმარებიან. ბაღი, მეუფე იოანეს ლოცვა კურთხევით და მერიის მხარდაჭერით კეთდება"- განაცხადა ნანა ბეღელაძემ.

ბალიშების შეძენის მსურველებმა მითითებულ ნომერზე უნდა დარეკოთ 574 14 79 41 საკონტაქტო პირი: ნანა ბეღელაძე