ქალაქის მასშტაბის საგაზაფხოლო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის ქუჩაზე დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას რუსთავის მერიის შპს "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ გამწვანების სეზონური ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ქუჩის შუა გამყოფ ზოლში, კვიპაროსის 200-მდე ნერგი გასულ წელს დაირგო.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა ინსპექტირების პროცესში თუ გამოვლინდა გამხმარი ხე- მცენარეები. როგორც რუსთავსერვის ცენტრში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რაც შეეხება ნერგების მოპარვის ფაქტს, სამსახურში ამბობენ, რომ თბილისის ქუჩიდან 15 -მდე ძირი ხე- მცენარე რამდენიმე თვის წინ მოიპარეს.