შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

2018-03-22 18:31:46

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილეებთან, ალექსანდრე მერტეველთან, კახა კობერიძესთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში, პოლონელ კოლეგებს უმასპინძლა.

მხარის გუბერნატორმა, დელეგაციის წევრებს, ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.შეხვედრის მიმდინარეობისას, გაიმართა თემატური პრეზენტაციები. პოლონეთის პომორსკის მხარის იცე გუბერნატორმა, კრისტოფ ტრავიცკიმ, ქართველ კოლეგებს საკუთარი ხედვა გააცნო ქვეყნისა და რეგიონის განვითარების შესახებ.


პოლონელი სტუმრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს ესტუმრებიან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს მოინახულებენ.


ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს