რუსთავის საკალათბურთო დარბაზში რუსთავის "რუსთავი" და თბილისის "კაქტუსი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. მატჩის პირველი ნახევარი სტუმრების უპირატესობით 44:53 დასრულდა. თამაშის მიმდინარეობის დროს რუსთავის კალათბურთელებს რამდენჯერმე ჰქონდათ შანსი გაეთანაბრებინათ ანგარიში, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა თბილისის "კაქტუსი"-ს გამარჯვებით 91:114 დასრულდა.
საქართველოს თასისთვის უკვე ქუთაისის "ქუთაისი" და თბილისის "კაქტუსი" იბრძოლებენ.