ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა [VIDEO]

2018-03-21 14:23:36

ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე, მაკდონალდსთან, მოხდა. ახალგაზრდა გოგონა ზებრა გადასასვლელით სარგებლობდა, რა დროსაც მას "ნისანის" მარკის ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. დაშავებული კონტაქტური იყო, ის კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. ნახეთ ვიდეო.

ავტორი: ირმა კურტანიძე