"მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს"

2018-03-21 13:40:54

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთავის მერიასთან გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ააიპ „ქ.რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენრტის“ ორგანიზებით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნახატების გამოფენა მოეწყო.

პატარების განწყობის შექმნაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ღონისძიების დასასრულს კი ცაში ყვითელი და ნარინჯისფერი ფრანები გაუშვეს. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

მსოფლიოში დაუნის სინდრომის საერთშორისო დღე 2006 წლიდან აღინიშნება.