ბავშვებისათვის ყველაზე საინტერესო და სახალისო მათემატიკური ოლიმპიადა ''ევერესტი''-ს მე-18 სეზონი დაიწყო. დღეს პირველი ტური გაიმართა ,რომელშიც საქართველოს მასშტაბით 17 000 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას. მათემატიკურ ოლიმპიადაში რუსთავის სხვადასხვა სკოლის 1000 მოსწავლეა ჩართული. ორგანიზატორების განცხადებით რუსთავიდან წელს საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით პირველი ტურის შედეგები დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
2018 წლის გაზაფხულის სეზონის მონაწილე II, III, IV, V და VI კლასებში გამარჯვებულები სამ ტურში დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდებიან. პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს, პროექტის ორგანიზატორებისგან ოქროს მედალი გადაეცემა. მეორე ადგილზე გასულს ვერცხლის, მესამე ადგილის მფლობელი კი ბრინჯაოს მედალს მიიღებს. გამარჯვებულების დააჯილდოვების ცერემონიალი ზაფხულში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყველაზე მაშტაბური ოლიმპიადა ''ევერესტი'' 10 წელზე მეტია ტარდება და მასში საქართველოს თითქმის ყველა სკოლის მოსწავლე იღებს მონაწილეობას.
ოლიმპიადის წარმომადგენელთა განცხადებით, ''ევერესტი'' 2009 წელს, მოზარდებში მოტივაციის გაზრდისა და განათლების ამაღლების მიზნით დაარსდა.