დღეს, 4 მარტს 13:30 საათზე წმ. სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართება ააიპ ქ. რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის მოსწავლეთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. პროექტის ორგანიზატორია საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება. პროექტის მხარდამჭერები არიან ქ. რუსთავის წმ. 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიასთან არსებული სამხატვრო სკოლა "არტკერა" და მხატვარი ვახუშტი რომელაშვილი.
მონაწილეები არიან: საპატრიარქოს ანსამბლი „სამება“ და თორნიკე თოდრია, წამყვანი - ქეთი სესიაშვილი.