კონცერტი რუსთავის თეატრში

2018-03-03 16:23:37

დედის დღესთან დაკავშირებით რუსთავის თეატრში კონცერტი ჩატარდა, რომელსაც სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დედები დაესწრნენ. კონცერტის დაწყებამდე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, რომ რუსთაველი მხატრვრების შემოქმედებას გასცნობოდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავლშვილიანი დედების ნახატებიც.

ღნისძიებაზე იმყოფებოდა ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, რომელმაც მოსახლეობას დედის დღე მიულოცა.

„მინდა, ყველა დედას მივულოცო დედის დღე და ვუსურვო მათ სიკეთე. სამხატვრო გამოფენაზე, რომელშიც მრავალშვილიანი დედებიც მონაწილეობდნენ ბევრი ახალი სახე გამოჩნდა, რომლებმაც საკმაოდ შემოქმედებითი ნახატები წარმოადგინეს. ცალკე ვიხილეთ მრავალშვლიანი ოჯახების შვილების მიერ შესრულებული ნახატებიც. იმედი მაქვს, დღევანდელი დღის კმაყოფილი დარჩება თითოეული მონაწილე და დამსწრე საზოგადოება“,- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში  მერმა 3 მარტი 250 მეტ ადამიანს პირადად მიულოცა. მათ შორის, მოხუცთა სახლ „ქსენონის“ ბენეფიციარებს.