რუსთავის ცენტრალურ პარკში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკის პირველი კონსტრუქცია უკვე განთავსდა, რომელზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით ნებისმიერი მსურველი წიგნის საკუთარ ტელეფონში ჩამოტვირთვას და ინტერნეტის გარეშე წაკითხვას (Saba Reader აპლიკაციაში) სრულიად უფასოდ შეძლებს. რუსთავის ქუჩებსა და სკვერებში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები სულ 13 ლოკაციაზე განთავსდება. ცენტრალურ პარკში კი სამი სტენდი დამონტაჟდება. ინიციატივა რუსთავის საკრებულოს წევრს ამირან ჯანჯღავას ეკუთვნის. პროექტი კი რუსთავის თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.
ქუჩების ჩამონათვალი სადაც ღია ბიბლიოთეკები განთავსდება:
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა- 1 ც
ლეონიძის ქუჩა-2 ც
ყაზბეგის ქუჩა-3 ც
ვაჟა ფშაველას გამზირი-3 ც
გურამიშვილის ქუჩა-1 ც
ცურტაველის გამზირი-2 ც
ორბელიანის ქუჩა-1 ც
ჭონქაძის გამზირი-1 ც
ბარათაშვილის ქუჩა-2 ც
ჭავჭავაძის გამზირი-2 ც
რუსთაველის ქუჩა- 3 ც
დუმბაძის გამზირი- 2 ც
გოგებაშვილის ქუჩა- 1 ც
კლდიაშვილის გამზირი- 2 ც
წერეთელის ქუჩა- 1 ც
გრანელის გამზირი- 2 ც
ასევე კონსტრუქციების მონტაჟი იგეგმება:
მერიის წინ მოედნის მიმდებარე ტერიტორია- 1 ც
კოსტავას 16 ნომერი ბინის მიმდებარედ- 1 ც
ცენტრალურ პარკში- 3 ც
ლეონიძის სკვერი- 1 ც
ჭყონდიდელის დასახლება- 1 ც
გონაშვილი სკვერი- 1 ც
რუსთაველის სკვერი- 1 ც
იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია- 1 ც
შარტავას ბიუსტის მიმდებარე ტერიტორია- 1 კაჩინსკის სკვერი- 1 ც
მე-19 მკ/რ-1 ც