სამსახურის ახალი უფროსი

2018-03-01 20:33:06

რუსთავის მერიის ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურსს ახალი უფროსი ჰყავს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ვაკანტურ თანამდებობაზე აკაკი ხვედელიძე დღეს დაინიშნა. სამსახურის უფროსის თანამდებობა ლევან კუპატაძემ 1 თვის წინ დატოვა და ის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლად დაინიშნა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალებოას კი დავით წიკლაური ასრულებდა.