რუსთავის №21 ბაღში ქვიშის მაგიდა დადგეს

2018-03-01 17:06:37

რუსთავის №21 ბაგა-ბაღში ფსიქოლოგის ოთხში ქვიშის მაგიდა დადგეს.
ბაღების სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის ერთერთ რეკომენდაციას ქვიშის აუზებისა და მაგიდების სააღმზრდელო პროცესში გამოყენება წარმოადგენს.

№21 ბაგა-ბაღში ქვიშის მაგიდის დადგმის იდეა ბაღის გამგეს თამარ ალელიშვილს ეკუთვნის. - "ერთერთი იდეა იყო ეს, ერთ დღეს ჩავედი სარდაფში, აღმოვაჩინე ეს მაგიდა და დამებადა აზრი გადამეკეთებინა. მე და ბაღის ყარაულმა გავაკეთეთ, სახლიდან მოვიტანეთ მასალები, გრძელი მინა ბაზრობაზე შევიძინეთ და ჩვენი ხელებით ავაწყვეთ.  ბავშვებს ხშირად ექნებათ მაგიდის გამოყენების საშუალება, პედაგოგებსაც შეეძლებათ, რომ გაიტანონ ჯგუფებში, ეს მაგიდა უფრო არის გათვალისწინებული სენსორული გაკვეთილებისთვის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, თუმცა ნებისმიერ ბავშვს შეეძლება მისი გამოყენება,"- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში თამარ ალელიშვილმა.

სპეციალისტების ცნობით, ქვიშით თამაში ბავშვის მოტორიკას, შემოქმედებით უნარებსა და წარმოსახვას ავითარებს.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის, ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ქვიშის ავზები რუსთავის ყველა ფილიალშია განთავსებული.