სარემონტო სამუშაოების დროს 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

2026-04-03 23:27:00

გურჯაანში, სარემონტო სამუშაოების დროს 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა

თვითმხილველების ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დროს სახლში კედელი ჩამოინგრა. ნანგრევებში ორი ადამიანი მოყვა, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწარფფო დახმარების ეკიპაჟი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 240 მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.