თურქეთში მკვლელობის ბრალდებით 2 საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2026-04-03 11:55:59

სტამბოლში კურიერის მკვლელობის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს.

თურქული მედიის "Sozcu"ს ინფორმაციით, შემთხვევა ბეიოღლუს რაიონში მოხდა. 

ქუჩაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ყაზახეთის მოქალაქე კურიერი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მათივე ცნობით, ეჭვმიტანილებმა გაქცევა სცადეს და საბოლოოდ დრონების დახმარებით სამართალდამცავებმა საზღვართან, ცხელ კვალზე დააკავეს.