რეგულაცია რომელიც დღეიდან ამოქმედდა

2018-03-01 20:04:40

დღეიდან თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ  გაჩერებებზე გაჩერდებიან. აღნიშნული რეგულაცია რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებსაც შეეხება.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით აღნიშნულ ქუჩებზე კომპანია "ინტერტრანსის" მხოლოდ  3 სამარშრუტო ხაზი შედის, აქედან ორი სტუდენტური  მარშრუტია: ე.წ ალდაგის, რომელიც  სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრაობს და  19 ნომერი, რომელიც მაღლივი კორპუსის მიმართულებით გადაადგილდება, ახალი რეგულაცია დიდუბის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებსაც ეხება.

რაც შეეხება ქუჩების ჩამონათვალს ესენია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, პეტრე მელიქიშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის, ჟიული შარტავას, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.