2026-03-26 11:38:42
რუსთავში ჰაერი კვლავ დაბინძურებულია.
26 მარტს air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსთავში ჰაერი დაბინძურებულია. ატმოსფერულ ჰაერში მკვეთრად მომატებულია როგორ PM2.5, ასევე PM10 დამაბინძურებლების მაჩვენებლები.
ჰაერის ხარისხის პორტალზე რუსთავში არსებული ორივე სადგურიდან მიღებული მონაცემები 26 მარტს ასე გამოიყურება: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 25.47მკგ/მ3 PM10-მაჩვენებელი 35.74მკგ/მ3, ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 28.64 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 40.76 მკგ/მ.
რისკ ჯგუფებში შედის ბავშვები, ორსულები და კარდიოვასკულურ დაავადებათა მქონე პირები. რეკომენდირებულია პირბადის ტარება და მოერიდეთ გარე აქტივობებს.