2026-03-26 11:18:46
ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა.
მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 22 წლის მამაკაცი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს