2026-01-24 18:50:45
მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში 2026 წელს 6 სკოლის რეაბილიტირებას, 3-ის კი მშენებლობას გეგმავს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური განვითარების ფონდმა წერილის საპასუხოდ მისწერა.
წერილით ვითხოვდით, მოეწოდებინათ ინფორმაცია, რომელი სკოლების რეაბილიტაციას გეგმავს ფონდი 2026 წელს რუსთავში.
მათი პასუხის მიხედვით, იგეგმება N10, N11, N23, N25 და N16 სკოლების რეაბილიტირება, სიაში ასევე იყო N6 სკოლაც, რომელშიც სამუშაოები 2024 წლიდან მიმდინარეობს, ხოლო N1, N2 და N3 სკოლების შენობების დანგრევა და მათ ნაცვლად ახლის აშენებაა დაგეგმილი.
მგფ-ში არ დაუკონკრეტებიათ, როდის და რა თანხებზე გამოცხადდება სკოლების რეაბილიტაცია/მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერები.