რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ორი საჯარო სკოლის, 21-ე და მე-6, რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა როგორი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და როდისთვის უნდა დასრულდეს სკოლებში რეაბილიტაცია.
სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია შპს "ჯი ბი ჯი" ასრულებს. როგორც კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე მეტრეველმა განგვიცხადა, 21-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.
ხოლო მე-6 სკოლაში ახლახან დაიწყეს რეაბილიტაციის პროცესი.
"ორივეს აქვს ხელშეკრულებით გაწერილი ვადები. ჩემი დამოკიდებულებაა, რომ მაგ ვადებში უნდა ჩავეტიოთ და არ უნდა გადაგვიცდეს. თუ არ ვცდებით, 21-ე სკოლის ვადები ოქტომბრის დასაწყისია. მე-6 სკოლაში ფაქტობრივად ერთი კვირაა რაც შევედით და ვადა 15 თვეა.
როგორც ვადებია ხელშეკრულებებში გაწერილი, იმ ვადებში ჩავეტევი",- განგვიცხადა მეტრეველმა.
ცნობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა მე-6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 6 331 997 ლარი გამოყო, ხოლო 21-ე სკოლისთვის 5 986 632.