რუსთავში სპორტის ქუჩაზე ერთ კორპუს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2026-02-15 12:57:27

რუსთავში სპორტის ქუჩაზე N2 კორპუს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერზე თანდართული ინფორმაციით: "პროექტით დაგეგმილია სართულებზე მეტალოპლასტმასის კარებისა და მეტალოპლასტმასის ფანჯრების მოწყობა. რამდენიმე ხის ფანჯარა შენარჩუნდება, მოხდება მათი რეაბილიტაცია. მოეწყობა ახალი აივნები და შესაბამისად ახალი მოაჯირები. აივნის მოაჯირები მოეწყობა ლითონის კვადრატული მილებით. ლითონის მოაჯირები შეიღებება ზეთოვანი საღებავით ზედაპირის სრულ დაფარვამდე. მოეწყობა მარკიზები. პროექტით გათვალისწინებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის
შენობის მთელ პერიმეტრზე ფასადების დეკორატიული ლესვა.
უნდა შემოწმდეს დეკორატიული ნალესობა მთლიან ფასადზე,
ჩამოიყაროს დაზიანებული ადგილები და აღდგეს პირვანდელი სახით. ფასადის დეკორი განმეორდეს მიშენების ნაწილზე. შებათქაშდება „ბარაშეკის" დეკორატიული ბათქაშით და შეიღებება. ფერი დაზუსტდეს დამკვეთთან, (არსებულ ფერებთან შესაბამისობაში) ასევე დაგეგმილია მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოწყობა. შენობის სახურავი მოეწყობა პროფილირებული თუნუქის ფურცლით. პარაპეტი დაცვის მიზნით შეიფუთება თუნუქის 0,5 მმ თუნუქის ფურცლით, თუნუქის ფურცელი მოეწყობა სახურავისა და კედლის შემხებლობის ადგილებში. სახურავიდან წყლის გადაყვანა მოხდება წყალსაწრეტი მილებითა და ღარებით, შენობის ძირითად ნაწილზე მოეწყობა წოლილა წყალსაწრეტი სისტემა, არსებული და ახალად მოწყობილი აივნის
იატაკები მოპირკეთდება კერამოგრანიტის ფილებით".

რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 016 133 ლარია გამოყოფილი და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 180  კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.