2026-04-06 11:53:52
ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ადგილობრივი მედიის "ბათუმელების" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რა დროსაც ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დაიღუპა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.