2021-02-14 18:06:46
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ახალი სავაჭრო ცენტრი "რუსთაველი" მოლი გაიხსნა.
სავაჭრო ცენტრის გახსნას საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავიც" დაესწრო.რუსთაველი მოლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, სივრცის გახსნას უამრავი რუსთაველი დაესწრო.
"ადგილზე წარმოდგენილია როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი ბრენდების მაღაზიები. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვეც და კავეას მენეჯმენტიც რომ კინოთეატრიც ზაფხულისთვის გაიხსნას. ასერომ გელით ყველას და დარწმუნებულები ვართ რომ ახალი ლოკაცია მნიშვნელოვანი თავშეყრის ადგილი იქნება რუსთაველებისთვის",- განაცხადა "რუსთაველი" მოლის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თემურ დალაქიშვილმა.
"ინფო რუსთავი" გთავაზობთ სავაჭრო და საკვები ობიექტების ჩამონათვალს რომელსაც ახალ სავაჭრო ცენტრში შეხვდებით: სინსეი, მადამ კოკო, კონტაქტი, სილვერ სთორი, მინისო, ბიბლუსი, პეპელა, ალკორიუმი, გლოსი, Ispecial.
კუნძულები: ვეიპ რუმი, Exact time, lea accessories, Mi”ano, Kara gifts and more, Icase, თოლია, შეფისგან.
უახლოეს მომავალში გაიხსნება: CTR Chicken, დარლინი.
ზაფხულში დაგეგმილია Cavea-ს კინოთეატრის და Lumier's ის გახსნა.