დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

2026-01-17 15:12:41

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს  და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული ა.ჩ.  დააკავეს.

დაკავებული  თურქეთის რესპუბლიკის მიერ,  სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის  მუქარის, შეურაცხყოფის და მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა -შენახვის ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ა.ჩ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.