2026-01-12 14:36:36
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შარტავას გამზირზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც "ტოიოტამ" რკინის ჯებირი მოანგრია და ბორდიურზე ავარდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.