2025-12-29 19:25:03
რუსთავში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. [video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "ფორდისა" და "ბეემვეს" მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.