იტალიაში ქურდობის ფაქტზე ქართველი მამაკაცი დააკავეს

2025-12-29 13:53:22

იტალიაში, ტერმინინის სადგურზე 42 წლის ქართველი მამაკაცი ქურდობის ფაქტზე დააკავეს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, რომა სალარიას სადგურის  სამართალდამცავებმა 42 წლის უსახლკარო და ნასამართლევი ქართველი მამაკაცი რუსი ტურისტის საფულის მოპარვისთანავე ცხელ კვალზე დააკავეს.