მამაკაცი რესტორანში გარდაცვლილი იპოვეს

2025-12-28 23:28:26

მარნეულში ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.  

“Marneulinews”-ის ინფორმაციით, 65 წლის კაცი, საკუთარ კვების ობიექტში, გარდაცვლილი ნახეს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები ტარდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.