თაღლითობა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება

2025-12-27 15:52:37

"დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, ასევე, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა შპს "ქროსფოინთის" სახელით სამუშაოების ფაქტობრივი შემსრულებელი ორი პირი, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, ასევე, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი ორი ადამიანი.  
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს "ქროსფოინთის" მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია. შესაბამისად, დამკვეთი იძულებული იყო გამოეცხადებინა ახალი ტენდერი და სხვა სუბიექტთან გაეფორმებინა ხელშეკრულება გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით," - ამის შესახებ ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.