2025-12-25 19:03:56
რუსთავის სპორტის სასახლეში 2025 წლის წარმატებული რუსთაველი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში 33 სპორტსმენს, 4 გუნდს და 17 მწვრთნელს, 2025 წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის, მერიის სპეციალური ჯილდო და ფულადი პრემია გადაეცა.
2025 წლის რუსთავი საუკეთესო სპორტსმენები:
გიორგი სარდალაშვილი - 2025 წელს ევროპის ჩემპიონატზე უფროს ასაკში ოქროს მედალი მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა აბუ დაბის გრანდ სლემზე, თბილისის მასტერსზე კი ოქროს სინჯის მედალი.
ლაშა გურული - 2025 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე უფროს ასაკში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. სპორტსმენმა პროფესიონალებს შორის 2 ბრძოლა მოიგო.
საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს და რუსთავის წარმოჩენისთვის:
ნიჩბოსნობაში - 23 წლამდელთა შორის, ევროპის ჩემპიონატის, ვერცხლის მედალოსანს 500 მეტრიან დისტანციაზე, 200 მეტრიან დისტანცაზე კი ბრინჯაოს მედალოსანი - ალექსანდრე წივწივაძე
მკლავჭიდში - 23 წალმდელთა შორის, ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და უმაღლესი სინჯის მედლის მფლობელი. ასევე, 23 წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი, უფროს ასაკში მეორე ადგილის მფლობელი აკაკი ციცქიშვილი.
პარა მკლავჭიდში - უფროს ასაკში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი მარცხენა მკლავში, მარჯვენა მკლავში კი ბრინჯაოს მედალოსანი. ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი ორივე ხელში - ირმა ზვერიაშვილი
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - 15 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - ნიკოლოზ ბელქანია
ქვიშის ჭიდაობაში - 17 წლამდელთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი - ჯონი შაორშაძე
პარა ტაეკვონდოში - ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი - სანდრო მეგრელიშვილი ტაეკვანდოში - ევროპის ჩემპიონატის თასის მესამე ადგილოსანი - რომან ალიევი კიკბოქსინგში - ჭაბუკებს შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების გამარჯვებული - ნიკოლოზ ჭიოკაძე
ძიუდოში - ჭაბუკებს შორის, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი - მარიამ გაბიტაშვილი მიზანში სროლა.
ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური იარაღიდან სროლაში, გოგონათა შორის მესამე ადგილოსანი - ელენე წიკლაური.
შერეულ ორთაბრძოლებში - ორგანიზაცია IFC - ის ეგიდით მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელი - გიორგი ქართველიშვილი. შერეული საბრძოლო ხელოვნება: ევროპის რეიტინგის პირველ ადგილოსანი მსუბუქ წონაში ბიძინა გავაშელიშვილი; მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი - გიორგი კახიძე; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი - ოთარ ბერიძე; უფროს ასაკში, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი - გიორგი იმერლიშვილი; მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი - საბა სულამანიძე.
გრეპლინგში - უფროს ასაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - ნიკოლოზ მუშკუდიანიძალისმიერ სამჭიდში - უფროს ასაკში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი - მარიამ ბეგლარაშვილი. სამჭიდში და წოლჭიმში - მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი.
წოლჭიმში; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული და ძალისმიერ სამჭიდში, ევროპის ჩემპიონი - გიორგი გელაშვილი; ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს პრიზიორი და ვეცხლის მედლის მფლობელი. ამასთან, უფროს ასაკში წოლჭიმში ევროპის ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი - ალეკო სიდანოვი; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული - ზურა ღვინიანიძე; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე და ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი - გიორგი მაისურაძე; უფროს ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი და ასევე დიდებში, ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული - ჯაბა სეფიაშვილი ბიცეფს ლიფტინგში - 15 წლამდელთა შორის, კონტინენტის პირველობის გამარჯვებული, ევროპის თასის ოქროს მედალის და მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი დავით ტატუნაშვილი.
ბიცეფს ლიფტინგში - ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული უფროს ასაკში - გიორგი თანიაშვილი ბიცეფს ლიფტინგში - ევროპის ჩემპიონატის პირველ ადგილოსანი - გიორგი კასრაძე.
ძიუდოში - ვეტერანთა შორის, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი - მერაბ კუპატაძე ბერძნულ-რომაული ჭიდაობში - ვეტერანებს შორის, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი - მალხაზ გოგოლაძე.
ნიჩბოსნობში, ორადგილიან კანოეში - ვეტერანებს შორის, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი - ალეკო დვალიშვილი ძიუდოში - ვეტერანთა შორის, ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული - ვასილ ბერუაშვილი. კრივში - ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი - ელნურ აბდულაევი
მწვრთნელები
თეიმურაზ გოგოლაძე - ნიჩბოსნობა
ივანე წოწოლაშვილი - ბერძნულ რომაული ჭიდაობა
ელიმშან ტალიბოვი - ტაეკვონდო
ბაჩანა ტუხაშვილი - ტაეკვონდი
ტარიელ ბლუაშვილი - კრივი
ბაჩანა კარანაძე - თავისუფალი ჭიდაობა
მამუკა ქველიძე - თავისულაფი ჭიდაობა
გიორგი მაღლაკელიძე-მლავჭიდი
გიორგი თეთრაძე - წოლჭიმი
მიხეილ ირემაშვილი - ბრძოლა წესების გარეშე
შალვა მამაცაშვილი - ბრძოლა წესების გარეშე
გელა ბარათაშვილი - ძიუდო
მალხაზ გაბესკირია - ბაიცეფს ლიფტინგი
ამირან ანჯაფარიძე - კიკბოქსინგი
ამირან სვიმონიშვილი - გრეპლინგი
ედუარდ მარდანოვი - კრივი
ხვიჩა კაპანაძე - ძიუდო
გუნდები
საკალათბურთო გუნდი "რუსთავი 1991"
კალათბურთის 18 წლამდელთა გუნდი
რუსთავის "ხარები"
რუსთავის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი
საფეხბურთო გუნდი „რუსთავი“
კალათბურთელი მათე ხატიაშვილი, ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა, ფეხბურთელი ნინო პასიკაშვილი.