შუახნის კაცი მოკლეს

2025-12-23 18:30:53

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მკვლელობა მოხდა.

ადგილობრივი მედიის, "ოდიშინიუსის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობით, მოკლულია შუახნის კაცი.

მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.