დენის დარტყმის შედეგად 25 წლის კაცი დაიღუპა

2025-12-22 13:04:34

დიღომში მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად 25 წლის მუშა დაიღუპა.

ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.