რუსთავში იაღლუჯის მიწებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა [Video]

2025-12-20 17:34:46

რუსთავში იაღლუჯის ფერდობზე დაურეგისტრირებელ მიწებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. [video]

აქციის მონაწილეები მიწის სისტემური წესით დროულ რეგისტრაციას ითხოვენ. იაღლუჯის ფერდზე შეკრებილ ადამიანებს აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა მარიამ ქვარცხავამ მიმართა და სამოქმედო გეგმა გააცნო.

"ჩვენი გეგმა არის ნაკვეთების დაკავება რეალურად, ტრაქტორების შემოყვანა და მოხვნა, შემოღობვა. შემდეგ კოოპერატივად ჩამოყალიბება, წესდების შექმნა და ამ სტრუქტურით ხელმძღვანელობა. დაწყება მებაღეობის, დავრგათ ხეები, მოვიყვანოთ მოსავალი ის რაც კეთდებოდა აქ წლების განმავლობაში. ესე ვთქვათ უფრო ავაყვავოთ აქაურობა. ჩვენი გეგმა არის მარტივი და სამართლიანი. ვითხოვთ დაგვირეგისტრირონ ჩვენი ნაკვეთები სისტემური წესით", - განაცხადა მარიამ ქვარცხავამ.

აქციის მონაწილეები აპირებენ რომ გეგმა დროულად აამუშაონ და ამ გზით მიწის ნაკვეთებით სარგებლობა დაიწყონ.