რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქის დაპროექტება 2026 წლიდან დაიწყება

2025-12-15 14:53:38

რუსთავსა და ქუთაისში თანამედროვე, რეგიონულად განაწილებული საუნივერსიტეტო სისტემა შეიქმნება.

პროექტი ორივე ტერიტორიაზე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, მისი განხორციელების შედეგად კი, ქვეყანაში თანამედროვე, რეგიონულად განაწილებული საუნივერსიტეტო სისტემა შეიქმნება, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, კვლევით შესაძლებლობებს და სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებული ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის ასეულობით მილიონი ლარი დაიხარჯება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, 2026–2032 წლებში განხორციელდება.

“ახალი საუნივერსიტეტო კამპუსები მოემსახურება დამატებით 20 ათას სტუდენტს ქუთაისში, რუსთავი კი შეძლებს 40 ათასი სტუდენტის მიღებას. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება 800 მილიონი ლარია, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქების არეალში მოქცეული უძრავი ქონებების შეფასებისა და მათი გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება – 210 მილიონი ლარი. თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქები შექმნის ახალ, ხარისხიან სივრცეებს ათიათასობით სტუდენტისთვის და განავითარების რეგიონების პოტენციალს”– განმარტავს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.