2025-10-30 18:39:45
პოლონეთში ახალგაზრდა ქართველი კაცი დააკავეს.
პოლონეთის ქალაქ ლიპსკოში, საქართველოს 39 წლის მოქალაქე არასრულწლვან ქალიშვილზე ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინციდენტი ოჯახური დაპირისპირების დროს მოხდა.
ლიპსკოს პოლიციის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ოჯახში ჩხუბი დაიწყო, რა დროსაც 11 წლის ქალიშვილს დანით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ჩხუბის დროს ბინაში კიდევ 3 არასრულწოვანი იმყოფებოდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა ლიპსკოს პოლიცია, 39 წლის კაცი დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.