რუსთავში მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება 1 თვით გადაიდო.
ამის შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის "ცეკურის" 6 ოქტომბერს განახლებულ ხელშეკრულებაშია ნათქვამი.
ხელშეკრულებაში ვკითხულობთ: "შეიცვალოს ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და ნაცვლად „მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 (ორასათი) კალენდარულ დღეში.(ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით)“-სა დაფიქსირდეს „მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 242 (ორასორმოცდაორი) კალენდარულ დღეში. (ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით)“.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა მიზეზით ვერ დაასრულა დათქმულ ვადაში კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები და რატომ მოხდა ვადის გახანგრძლივება, თუმცა კომპანიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
შეგახსენებთ, რომ მოდებაძის ქუჩის სარეაბილიტაციო 6 300 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტმა იანვარში გამოაცხადა, ხოლო სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ "ცეკურმა" მარტში დაიწყო.